გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGB) წევრებს შეხვდა

17-06-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGB) წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს  ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. 


ვიცე-პრემიერის განცხადებით, EUGB მჭიდროდ თანამშრომლობს  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქართული ბიზნესის ევროპულ ბაზარზე შეყვანას უწყობს ხელს. 


„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანად მოგვარება იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა რეალურად შეძლოს იმ უპირატესობების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 


ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა 2022 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, რომელიც 4-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის ნახევარი - 48.7%  შეადგინა.    
პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ვიცე-პრემიერმა  ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930