გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში - პორტუგალიური მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს

18-06-2022

პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემები Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სტატიებს უძღვნიან. მედიის წარმომადგენლებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს. პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და Instagram პოსტებით მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორები და ქართული სამზარეულო გააცნეს.


„საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში. ვფიქრობ პორტუგალიელი ტურისტებისთვის ეს სლოგანი ყველაზე შესაფერისი იქნება. საქართველო გამორჩეულია ხალხით, ლანდშაპტით, ბუნებით. ძალიან ბევრი მსგავსებაა პორტუგალიასთან, ტრადიციებით და ღირებულებებით“,- წერს Opcaoturismo-ს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა.


პრეს-ტურის 5 მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ბაღდათი და საირმე მოინახულეს, დაათვალიერეს ვანი, მარტვილი, სოფელს გორდი. ეწვევივნენ პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.


“იმერეთსა და სამეგრელოში ორი ხეობაა, რომლის სილამაზეც სუნთქვის შემკვრელია. ოკაცეს და მარტვილის კანიონები ბუნების ძეგლებია. აქ მოხვედრა ლაშქრობით არის შესაძლებელი. რომ დატკბეთ ხედებით ორივე კანიონს დიდი ხნით უნდა ეწვიოთ“,- ასე აღწერს Viagens.sapo-ს ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობას.


პრეს-ტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა. პრეს-ტურის მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930