18-06-2022
აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც სააკაშვილის ფრთასთან წლებია მჭიდრო კავშირში არიან და სურთ ნებისმიერ ფასად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა, მორიგ ფიასკოს იწვნევენ. მათი ნებისმიერი ხრიკი თუ დესტრუქციული პოლიტიკური ტექნოლოგია განუხორციელებელია ჩვენს ქვეყანაში - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
"აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც სააკაშვილის ფრთასთან წლებია მჭიდრო კავშირში არიან და სურთ ნებისმიერ ფასად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა, მორიგ ფიასკოს იწვნევენ.
მათი ნებისმიერი ხრიკი თუ დესტრუქციული პოლიტიკური ტექნოლოგია განუხორციელებელია ჩვენს ქვეყანაში. სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი მშვიდობის პარტიას, "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, ფუჭია ყველა ვერაგი გეგმა. საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ისევე ფუჭად დასვრიან, როგორც თავის დროზე გიორგი მარგველაშვილი და გიორგი გახარია დასვარეს.
ყველამ ნათლად დაინახა, რომ ცალ-ცალკე ან თუნდაც ერთობლივად ამ სამ ფიგურას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!" - წერს აბაშიძე Facebook -ზე.
16-11-2024
16-11-2024