19-06-2022
“ის ვისთვისაც საქართველოს ისტორია, კულტურა და ვაჟა ფშაველა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ევროჩინოვნიკების ნება, 20 ივნისს აქციაზე არ მივა”- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე, ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით იმედია 20 ივნისს დანიშნულ აქციაზე ბევრი ადამიანი არ მივა და არ აფიქრებინებს მავანს რომ ქართველებმა თავი დახარეს.
“როცა უსამართლოდ გექცევიან, არ გაძლევენ იმას რაც კანონით გეკუთვნის წყენა და უკმაყოფილება აქტიურად არ უნდა გამოხატო. წყენის და უკმაყოფილების აქტიური გამოხატვა საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ უსინდისოდ იმიტომ მოგვექცნენ საკუთარი სუვერენიტეტი და ღირსება რომ დავიცავით. ამიტომ იმედი მაქვს რომ 20 ივნისს დანიშნულ აქციაზე ბევრი ადამიანი არ მივა და არ აფიქრებინებს მავანს რომ ქართველებმა თავი დახარეს. "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ, არ შავეკვრი ზავითა," ევროჩინოვნიკებს შეეძლოთ ჩვენთვის დაბალი ქულები დაეწერათ და მაგ საბაბით არ მოეცათ სტატუსი. მაგრამ დაგვიწერეს ყველაზე მაღალი ქულები რომ დაენახებინათ ჩვენთვის რის გამო არ მოგვცეს სტატუსი.
ტყუილა ნუ აფრიალებთ ნიშნებს ჩაჭრილი აბიტურიენტების მშობლებივით. არ შეიძლება კრიმინალთან შერიგება, სახელმწიფოს სუვერენიტეტზე უარის თქმა "პოლარიზაციის" დასრულების საბაბით. ის ვისთვისაც საქართველოს ისტორია, კულტურა და ვაჟა ფშაველა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ევროჩინოვნიკების ნება, 20 ივნისს აქციაზე არ მივა. თუ ოდესმე ევროკავშირში შევალთ, არ შევალთ თავდახრილები და ხელგაწვდილები. შევალთ ამაყი და თავაწეული ისევე როგორც იერუსალიმში შევდიოდით” - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
16-11-2024
16-11-2024