გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ოპტიმიზაციისა და რებრენდინგის საკითხებზე მუშაობს

20-06-2022

საპარტნიორო ფონდის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და რებრენდინგი, რომლის შედეგად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან შესაბამისი, თანამედროვე კორპორაციული მმართველობის მოქნილი სისტემის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბება იგეგმება, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაანანონსა.  20 ივნისის მთავრობის სხდომაზე შედგა საკითხების მორიგი განხილვა, პროცესი გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. 


ცვლილებები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს,  ფონდს  მისცემს მეტ მოქნილობას განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების  შერჩევისა და შეფასებისას, გააუმჯობესებს ზოგადად ფონდის მმართველობის სისტემას, უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ  აქციონერის როლში იქნება, სამეყვალყურე საბჭო კი, ნაცვლად მთავრობის წევრებისა, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება. 


საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტი არის  კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა, ასევე აქციონერის და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების გამიჯვნა. 


საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და მოდერნიზაცია კორპორაციული მართვის სტრუქტურის რეფორმირებით ხელს შეწყობს უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას კონკრეტულ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930