გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავღანეთის მისიის დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე თემო დადიანი: მე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ არასოდეს და, რა თქმა უნდა, არც ეხლა ვუერთდები არცერთ აქციას

21-06-2022

ავღანეთის საერთაშორის მისიის დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეს თემო დადიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

 

მე, ავღანეთის საერთაშორის მისიის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეს ძალიან ბევრი რამ გამიღია და გამიკეთებია ჩემი სამშობლოს დასავლური ინტერესების გაზიარებისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბოლო ამოსუნთქვამდე, რათა ჩემმა და ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ! ასევე, როგორც პარალიმპიელს ბევრი მიშრომია ამისათვის და ბევრგან ამიწევია საქართველოს დროშა ამაყად!

მე როგორც საქართველოს ჯარისკაცს და როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრს არც კანონიერი და არც "ნაცნობობითი" უფლება არ გამაჩნია მივიღო მონაწილეობა რაიმე სახის საპროტესტო აქციაში, ასე რომ მე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ არასოდეს და, რა თქმა უნდა, არც ეხლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი, როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი, ეკრძალება ყველას, ჩემს გარდა!

 

განვმეორდები იმას; რომ ძალიან ბევრი მიშრომია, მიწვალია და გამიღია იმისათვის რომ საქართველო იყოს ევროკავშირის, ნატოსა და ყველა იმ ინსტიტუტის წევრი რომელიც ადამიანის უფლებებს მაღალ დონეზე აყენებს და განათლება არის პრიორიტეტული!”

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “ფორმულამ” და “მთავარმა” გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი სრული შემადგენლობით უერთდებოდა 20 ივნისის აქციას, რასაც პარალიმპიური კომიტეტის და ნაკრების წევრების პროტესტი მოჰყვა და რაც “ფეიკნიუსი” აღმოჩნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930