გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა

21-06-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.


ვიზიტის ფარგლებში პრემიერი კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. 


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაც ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის, მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, რაც დადებითად აისახა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოების კიდევ უფრო დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 


მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სხვა. 


პრემიერ - მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ფორუმზე მიპატიჟებისთვის და საქართველოში მიიწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930