გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპპრე-აქსელერატორის დემო დღე

21-06-2022

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.

 

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.

 

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების  წინაშე 16 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

 

მონაწილე სტარტაპები:

 

  1. AMBRY – ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე კრიპტო პლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტო ტრანზაქციები და მისამართები.
  2. MEDU – სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.
  3. WEMPLER – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთჯერად დამხმარეებს ერთჯერადი დახმარების მსურველებთან.
  4. SPACEM – რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პლატფორმა.
  5. CARLINK – მანქანის მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ავტო ასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.
  6. PHARAO – ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ციფრული ბიბლიოთეკა.
  7. SETPLACE – გადასაღები ლოკაციების დაჯავშნისა და გაქირავების პლატფორმა.
  8. WORKIN – პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისა და ტექ. რეკრუტერებისთვის. ჩვენ ვამარტივებთ რეკრუტირების პროცესს, ვეხმარებით ბიზნესს ზრდაში და ხარისხის გაუმჯობესებაში.
  9. SPICEAPP – პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები, ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
  10. LAWFORMER – მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული ტექ. პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხელშეკრულებების შექმნის და სამართლებრივი კვლევის პროცესს მუხლების ციფრული ბიბლიოთეკის, ხელშეკრულების შესაქმნელი სმარტ ხელსაწყოსა და სასამართლო ქეისების მოკლე მიმოხილვების საშუალებით.
  11. DIDGE – ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახამრებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქონთენთის გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოც. მედიაში და საიტებზე.
  12. COSTY – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინ პლატფორმა.
  13. COLLAB2B – მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.
  14. NOMADERIA – პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.
  15. TASTEIT – სოციალური ქსელი რესტორნებისა და მათი მომხმარებლებისთვის.
  16. LYNX – ვებ. გვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნეს სესხის გაცემის გასამარტივებლად.

პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი საინიციატივო გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდმა ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 800.000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

 

„აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

 

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, აჭარა ჯგუფი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031