21-06-2022
"ან იღებ ორიენტაციას იმაზე, რომ ხელისუფლებას ცვლი რევოლუციური გზით – ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა გატეხო, აიძულო ივანიშვილი, რომ წავიდეს ქვეყნიდან და დაანებოს თავის ყველაფერს. სანამ არჩევნები იქნება, მანამ შეცვალო ფაქტობრივად ხელისუფლება, მაგრამ არჩევნებით გააფორმო. ან მოემზადო არჩევნებისთვის და არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება”,- ამბობს „აიპრესთან“ ინტერვიუში დავით ზურაბიშვილი და სამომავლო სტრატეგიის შესახებ ამხელს დეტალებს.
დავით ზურაბიშვილი ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციას ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური გზით მოუწიოს.
„ჩემი პირადი აზრით პირველი გზა არასწორიც არის და არასასურველიც. რომც გამოვიდეს, მაინც ცუდი იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოგვიწიოს მაგ გზაზე წასვლა თუ ხელისუფლება გადავარდა არაადეკვატურობაში, მაგრამ ეს არ იქნება კარგი და არც რეალისტური მგონია“,- ამბობს დავით ზურაბიშვილი.
16-11-2024
16-11-2024