გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აუქციონის გზით იჯარით გასაცემ საძოვრებს116 ერთეული დაემატა

22-06-2022

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეორე ეტაპზე აუქციონის გზით  იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.


გამოქვეყნდა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების საძოვრების მონაცემები. სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან - 21, ახმეტის - 4, დედოფლისწყაროს - 64, საგარეჯოს - 12, ყვარლის - 3, ახალციხის - 4, ნინოწმინდის - 2, ბორჯომის - 2, მცხეთის - 3, ხოლო გორის მუნიციპალიტეტიდან - 1,სულ - 116 ერთეული.


მეორე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო 22 ივნისს და გაგრძელდება 5 აგვისტომდე.


საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.gewww.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფბ გვერდზე.


„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031