22-06-2022
რუსეთის ომმა ყველა ჩევნგანი შოკში ჩაგვაგდო, თუმცა ემოციები არ უნდა მივიდეს სიგიჟემდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკნომიკურმა სანქციებმა გამოიწვია ენერგორესურსების ფასების, ინფლაციის ზრდა და კოლექტიური გაღარიბება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომ ვანდენდრიშემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს.
ამასთან, ტომ ვანდენდრიშემ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უკრაინას არ შეუსრულებია აუცილებელი კრიტერიუმები და არ შეიძლება, შეურთდეს ევროკავშირს.
„სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს, ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას. ალბანეთი, თურქეთი და უკრაინა არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის, მათ არ დაუკმაყოფილებიათ აუცილებელი წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც საჭიროებს კარგად ფუნქციონირებად ბაზარს, მტკიცე კანონის უზენაესობას. უკრაინას არ შეუსრულებია ეს ვალდებულებები. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ჩვენ ყველას ვუქმნით საფრთხეს, ჩვენ ყველა ვიქნებით ჩათრეული ამ ომის ჭაობში. უკრაინა არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში“, – განცხადა ტომ ვანდენდრიშემ.
16-11-2024
16-11-2024