გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კარალეთში 7 ჰა-ზე აგრომეურნეობა მოეწყო

24-06-2022

საქართველოს ბანკი რეგიონში აგროპროექტების განხორცილეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მზნით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში 7- ჰა ზე აგრომეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 200 000 ლარია. ბანკის წილი  კი 60 000 ლარს შეადგენს.

 

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კარალეთში ღია გრუნტზე, სათბურის მეთოდით  მოგვყავს ჩერისა და ჰოლანდიური მამსტონის ჯიშის 1000 ტონამდე  პომიდორი. მის რეალიზაციას ვახდენთ ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა გეგმაში გვაქვს ექსპორტზე გასვლა მეზობელ ქვეყნებში. ამას გარდა,კვლავ ბანკის მხარდაჭერით 211,000 ძირ ხილსა და კენკრას ვაწარმოებთ. უფრო კონკრეტულად კი ბლის, ნუშის და  ჟოლო ნერგებს. საერთო ჯამში,ამ პროექტის საერთო მოცულობა 200 000 ლარია, ხოლო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 70 000 ლარს შეადგენს“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, იოსებ ფარეხელაშვილმა.

 

„მოხარული ვართ რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სოფელ კარალეთში  7 ჰა-ზე აგრომეურნეობისმოწყობაში. მცირე მეწარმემ ასევე შეძლო ჩვენთან პარტნიორობით გაეშენებინა ჟოლოს ბაღი, სადაც  1.5 ჰა- ზე, ღია გრუნტზე  მოყავს 4 ტონამდე მოსავალი. მის რეალიზაციას კი ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. მცირე მეწარმეს უკვე დასაქმებული ყავს 30 ადამიანი და ბიზნესის გაზრდის პარალელურად კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“,-  განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031