გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე „მთავარ არხს“: ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, არის სწორედ თქვენი მედიასაშუალებები

24-06-2022

ერთ რამეს გეტყვით და ეს წერია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, არის სწორედ თქვენი მედიასაშუალებები. თქვენ ხართ არაკრიტიკული მედია - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ კითხვას, რომელიც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას შეეხებოდა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება არა მხოლოდ გმობს, 10 კაცია დაპატიმრებული და ბევრად მეტია დაკავებული ძალადობის ფაქტებზე.

 

„მარტო დაგმობაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მოქმედებს, ოღონდ სამართლებრივი სტანდარტია საჭირო. მარტივი მაგალითი მოგიყვანეთ, რაც ამტკიცებს იმას, რომ ისეთ რამეს ითხოვთ, რაც არ არის სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში. მე არ უნდა ვიყო ვინც ამას განვიხილავ. მიდით სამართალდამცავ ორგანოებთან, მიიყვანეთ იურისტები და სამართლებრივად იმსჯელეთ, სად შეიძლება ადამიანის დაჭერა სამართლებრივი სტანდარტით და სად არ შეიძლება. ამაზე მაქვს საუბარი, თორემ პოლიტიკურად ვალდებული ვარ დავგმო ნებისმიერი ძალადობა ჟურნალისტებზე, მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე, ვიღაც იყო თუ არა დამნაშავე და ეკუთვნის თუ არა დაჭრა, აქ სამართლებრივი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, დასაგმობი რომ იყო მორგოშიას მოწოდება, ცალსახაა, მაგრამ სამართლებრივი სტანდარტით მას ეკუთვნის თუ არა დაჭრა, ამაზე პასუხი სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ. „პოლიტიკური დაგმობა არ არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე, მათ ევალებათ სამართლებრივი სტანდარტით ვიღაც დაიჭირონ, ან არ დაიჭირონ და თუ სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული, ამ შემთხვევაში უბრალოდ ვერ დაიჭრენ, თორემ ვინმეს კი არ ეხალისება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება არაპოპულარულიც იყოს, მაგრამ სამართლებრივი სტანდარტი არის სამართლებრივი სტანდარტი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930