გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებელთა გადამზადება ტრენინგის „გარემოსადაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში გრძელდება

25-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროგრამის „გარემოსადაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადების პროცესს აგრძელებს.


„სკოლებში დაიწყო გარემოსდაცვითი და აგრარული საკითების სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობების სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ტრენინგები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებმა გაიაზრონ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარი პასუხისმგებლობა და შეისწავლონ სწორი აგროწარმოების აუცილებელი საკითხები”, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.


გადამზადებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცემათ.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პედაგოგების გადამზადება 2021 წელს დაიწყო და დაწყებითი საფეხურის 2800 მასწავლებელი უკვე გადაამზადა. პროგრამა ეხმარება პედაგოგებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, იცოდნენ, თუ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნონ კლიმატის ცვლილების საკითხებს; იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხეების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით; გაიაზრონ, რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა.


აღნიშნული ტრენინგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებულია და შეტანილია მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგების სიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930