25-06-2022
,,იდეა შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ პროფესიული კეთილსინდისიერებაა თქვა. ტექნიკური მთავრობა თავსებადია თანამედროვე კონსტიტუციურ სამართალთან და დემოკრატიის პრინციპთან,” - ასე ეხმიანება სოროსის ფონდის პროგრამებეის კოორდინატორი გიორგი ჩიტიძე "სირცხვილიას" მიერ, აქციაზე დაყენებულ მოთხოვნას, მთავრობის გადადგომის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ.
სოროსის ფონდი, რადიკალური ჯგუფის სირცხვილიას ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია.
,,იდეა შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ პროფესიული კეთილსინდისიერებაა თქვა:
დავა თუ იმაზეა, ტექნიკური მთავრობა ვერ იქნება ლეგიტიმური ჩაატაროს ნებისმიერი რეფორმა, ისიც ვთქვათ, რომ საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება, სწორედ რეფორმაა და, იმავდროულად, ევროკავშირის ერთერთი მოთხოვნა. ვინმე თუ იმას ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა მხოლოდ ატარებს არჩევნებს სისტემის შეუცვლელად, ეს არის არასწორი მიდგომა.
მაშინ, ტექნიკური მთავრობის იდეას შინაარსი არ აქვს. ეს არის პროფესიული კეთილსინდისიერების საკითხი ჩემთვის, მიუხედავად იმისა, იდეას ვინ იწონებს და ვინ - არა. დაბოლოს, თუ 120/30-ზე სისტემით მომგებები ხართ, ქუჩაში 120,000 ადამიანს დააყენებთ და ბიძინას ააყირავებთ, გაგიმარჯოთ ღმერთმა. თქვენ გვერდით ვიქნები, მაგრამ ამ ეტაპზე, ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია,” - წერს ჩიტიძე.
16-11-2024
16-11-2024