26-06-2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი- სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს.
დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
16-11-2024
16-11-2024