27-06-2022
პარტია "პროგრესი და ტავისუფლებას" ლიდერის, კაქა ოქრიაშვილის განცხადებით, დღეს, 27 ივნისს, ივანიშვილის ღარიბაშვილმა გააჟღერა რამდენიმე მესიჯი, რომელიც "შეიძლება ორ ძირითად გზავნილად შემოგთავაზოთ:
1.ქვეყანას აქვს არნახული ეკონომიკური ზრდა და წინსვლა ყველა მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ. აქვე, 2012 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოლდოვაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 3 045 $-ს, ხოლო საქართველოში4 421 $-ს. 2020 წელს, მოლდოვაში მშპერთ სულზე შეადგენდა4 547 $-ს, ხოლო საქართველოში - 4 256 $-ს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოლდოვამ 2020 წელს პირველად გაგვისწრო მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. აღარ ტყუვდება ჩვენი მოსახლეობა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტით. განგებ მოვიყვანე მოლდოვას მაგალითი, რადგან ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვა განთავისუფლდა ოლიგარქისგან, ამიტომაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ახლა უსწრაფესი ტემპებით განავითარებს თავის ეკონომიკას.
ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“. ამ ინსტრუმენტმა ჩამოყვანა 3 წლის წინ, ზუსტად 20 ივნისს გავრილოვი, რაც პირდაპირ მოღალატეობრივი ქმედება იყო. „ოცნება“ ღალატის პარტიაა !
3 ივლისს, რუსთაველზე, ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!"- აცხადებს ოქრიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024