28-06-2022
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.
„N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებითგადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“.რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრისმიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედაგასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.
16-11-2024
16-11-2024