28-06-2022
მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არაა დემოკრატიული აქტივობა, ეს მტრობაა, რასაც ევროპაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერასდროს გაბედავს - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის უკან დგას დავით იაკობაშვილი.
„რუსეთის სპეცსამსახურების პოლიტიკური დივერსანტი, ელენე ხოშტარია განაგრძობს წარმოუდგენელ უტიფრობას. რუბლებით დაფინანსებული ბედავს და თხზავს უნამუსო ტყუილებს ბათუმში ე.წ. სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემზე და მასთან ცალკეული ადამიანების დაკავშირებას. კეზერაშვილი რატომ გამორჩა ფსევდოობის ეტალონ ხოშტარიას?... მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არაა დემოკრატიული აქტივობა, ეს მტრობაა, რასაც ევროპაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერასდროს გაბედავს“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024