1-07-2018
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ინტერნეტკომპანია myvideo-სგან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს პირველი და მეორე არხების ჩვენების შეწყვეტას ითხოვს“-აღნიშნულის შესახებ კომპანია myvideo-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლის, 1 ივნისს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაგზავნა სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომლის შინაარსიც გულისხმობს, რომ myvideo-ზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას შეწყდეს პირველი და მეორე არხის ჩვენება. ანუ მარტივი ენით: არ ვაჩვენოთ ფეხბურთი ჩვენს მოხმარებელს.
ამ აბსურდული მოთხოვნის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოიტანა კიდევ უფრო აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არა მარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად.
როგორც ჩანს, ვერც კომისია და ვერც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ათვითცნობიერებს იმ მასშტაბს, რა მასშტაბის მაყურებლის დატოვებასაც აპირებენ ამ ორ არხზე წვდომის გარეშე ზემოაღნიშული უკანონო გადაწყვეტილებით.
myvideo, არ აპირებს აღნიშნულ დისკრიმინაციულ მოცემულობასთან შეგუებას და დაიცავს თავის 2 მილიონზე მეტი ლოიალური მოხმარებლის უფლებას, ყველა შესაძლო კანონიერი გზით.
გთხოვთ დაინტერესდეთ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხით, ვინაიდან იგი ეხება ბიუჯეტიდან დაფინანსებული და საზოგადოების ინტერესების გამტარებელი ტელეარხის მხრიდან მედია ბაზარზე შეზღუდვების დაწესებას და მომხმარებელთა ინტერესების უგულვებელყოფას.
ასევე ადგილი აქვს საკომუნიკაციო და მედია ბაზარზე დისკრიმინაციული თამაშის წესების დამკვიდრების მცდელობას, რამაც შესაძლოა შეზღუდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“-აცხადებენ კომპანიაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს myvideo-ს წარმომადგენლობა პრესკონფერენციას გამართავს.
18-12-2024