გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტთა 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა

2-07-2018

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიის გამოცდაზე აბიტურიენტების 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა. ასევე, გამოცდაზე დააგვიანა 4-მა აპლიკანტმა და ისინი გამოცდაზე აღარ დაუშვეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ მიაწოდა.


„დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე  უნდა გამოცხადებულიყო 9 035 აბიტურიენტი,  სამწუხაროდ, 4–პროცენტზე ცოტა მეტი არ გამოცხადდა გამოცდაზე და ისინი გამოეთიშებიან კონკურსს. ასევე, გვაქვს რამდენიმე დაგვიანების შემთხვევა, 3 თბილისში და ერთი ქუთაისში, ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში. დანარჩენ აბიტურიენტებს კი წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა სოფო დოლიძემ.


შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.



edu.aris.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930