გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარედ ახალგაზრდების შორის მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება

30-06-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის მომხდარ ინცინდენტს, რომლის განმუხტვაც თსუ დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს.

 

"თსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუზღუდავად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით. საუკუნეზე მეტია უნივერსიტეტი ემსახურება საზოგადოების განათლებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამყარებასა და განმტკიცებას.

 

შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარსუჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას.  ადმინისტრაცია  არ დაუშვებს  საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

 

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ  ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან" - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930