გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთის მთავრობა ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებს

1-07-2022

პოლონეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.


გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იმ 40 ზლოტზეა (დაახლოებით 26 ლარი), რომელსაც მთავრობა ყოველდღიურად იმ ადგილობრივებს უხდის, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარეს. თანხა ერთ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მასპინძლისთვის სტუმრის განთავსებისა და კვების საფასური უნდა აანაზღაუროს.


პოლონეთის მთავრობაში დარწმუნებულები არიან, რომ ბევრ ლტოლვილს შეუძლია გახდეს დამოუკიდებელი და ადაპტაცია გაიაროს.
ახალი რეგულაციები ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა, თუმცა იქნება გამონაკლისები - შშმ პირებისთვის, ორსულებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების პაკეტი გაფართოვდება.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისა და პოლონეთის საზღვარი 3,6 მილიონამდე ლტოლვილებმა გადაკვეთა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031