გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აჰმედ ჩატაევი და თემირლან მაჩალიკაშვილი ნათესავები იყვნენ

2-07-2018


საგამოძიებო მასალების მიხედვით, რომელიც „იმედის კვირამ“ მოიპოვა, აჰმედ ჩატაევს და თემირლან მაჩალიკაშვილს ნათესაური კავშირები ჰქონდათ. ჩატაევის მეორე ცოლი - აინა მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი ერთმანეთის ბიძაშვილის შვილები არიან. აინასა და თემირლანის დედების, მედიკო და სერო მარგოშვილების მამები კი ძმები იყვნენ. ამ ინფორმაციას „იმედის კვირასთან“ მაჩალიკაშვილის დედაც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ აინა მარგოშვილთან კონტაქტი არ ჰქონია.

 

"იმედის კვირამ" მოიპოვა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. მიმოწერაში თემირლან მაჩალიკაშვილი "სადგურის მოედანზე" თავის აფეთქების შესახებ უცნობ პირს სწერს. აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული.


მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აჰმედ ჩატაევმა სავარაუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. აჰმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს ევროკავშირმა „ალ-ქაიდას“ ტერორისტების სიაში შეიყვანა.ასეთი შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევია, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.


ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.



http://geotimes.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930