გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე და „ახალციხელობა 2022“ საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

1-07-2022

ქალაქ ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე და „ახალციხელობა 2022“ მასშტაბური საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის დღესასწაული წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო.


დღის განმავლობაში, „ახალციხის ციხეზე“, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით, სპორტულ ღონისძიებებს და კონცერტებს. საგამოფენო სივრცეებში ადგილობრივი ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. მოეწყო დრამ შოუ დაზღაპრის გმირების შოუ. მსურველებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებშიც შეეძლოთ მონაწილეობა, გამარჯვებულები კი ტრადიციულად სერთიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მოეწყო გეზრბენი, საჩვენებელი გამოსვლები ტანვარჯიშსა და კარატეში. გასართობ-შემეცნებით სივრცეში კი მერიის ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია და სამაგიდო თამაშების ვორქშოფში გაიმართა.


ღონისძიებაზე მუსიკალური კომპოზიციებით წარსდგა, ცნობილი მუსიკოსი და ახალციხის საპატიო მოქალაქე თემურ ყვითელაშვილი, ასევე ადილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა კი თეატრალური წარმოდგენით შალვა ახალციხელის ეპოქა გააცოცხლა.
ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის „ახალციხის საპატიო მოქალაქეები“ დასახელდნენ. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო ახალციხელის სტატუსი მიენიჭათ ექიმ ზვიად მათოშვილს, ქალაქ ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს სუსანა აკოფოვას და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს.


მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კლდის საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი თამარ გოქაძე, რომელმაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსში„ მწვანე ჯილდო 2022“ გაიმარჯვა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930