გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი რადიო თავისუფლებაზე: ამას ჰქვია Real TV-ს სკოლა, რომელიც მიმართულია უსიამოვნო ფაქტის ისეთ პროვოკაციულ კალაპოტში გადასაყვანად, რომელიც მკითხველში აღძრავს ცეცხლში ნავთის დასხმის ემოციებს

2-07-2022

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლების” შეცვლილ ე.წ. სქრინს აქვეყნებს, რომელიც გუშინდელ საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

 

მისი თქმით არც ერთ ოპპომედიას არც გუშინ, არც დღეს მცდელობაც კი არ ჰქონია ამ ინციდენტისთვის წმინდა სპორტული ახსნა მოეძებნათ, მით უმეტეს რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ქართულ დელეგაციას თავისი ბოდიში უკვე მოუხადა.

 

 

“ამას არ ჰქვია ჟურნალისტური სტანდარტი. ამას ჰქვია Real TV-ს სკოლა, რომელიც მიმართულია თუნდაც არსებული სკანდალური, უსიამოვნო ფაქტის აშკარად ისეთ პროვოკაციულ, დამახინჯებულ კალაპოტში გადასაყვანად - რომელიც მკითხველში აღძრავს სრულიად სხვა, ცეცხლში ნავთის დასხმის ტიპის ემოციებს. შეადარეთ პირველი ჰედლაინი, რომელიც შემდგომ გააქრეს და რომელიც "ომის პარტიის" მესიჯბოქსებში ჯდება - იმ მეორესთან. წმინდა სპორტული ეპიზოდით გამოწვეული უკრაინის ნაკრების ლატვიელი მწვრთნელის უხეშ, უხამს და არასპორტულ საქციელს, ამ ე.წ. მედიასაშუალებამ ისეთი ამაზრზენი და გაუკუღმართებული სარჩული მიაკერა, სადაც ჩვენთვის უკვე ნაცნობი ლამის პოლიტიკური შეფასება იკითხებოდა: რა "უსამართლოდ" ექცევა საქართველო ომში მყოფ უკრაინას უკვე სპორტის სფეროშიც კი. არც ერთ ოპპომედიას არც გუშინ, არც დღეს მცდელობაც კი არ ჰქონია ამ ინციდენტისთვის წმინდა სპორტული ახსნა მოეძებნათ, მით უმეტეს რომ უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ ქართულ დელეგაციას თავისი ბოდიში უკვე მოუხადა და ეს უსიამოვნება მოთამაშეების დონეზე არანაირად არ გავრცელებულა. "ქართველები უკრაინელებს დაუპირისპირდნენ" - ეს სათავისოდ სასურველი ნარატივი მიიღეს და "კარწინკა" რატომ უნდა გაეფუჭებინათ? ამაზრზენია ყოველივე ეს, როგორც ის ყველაფერი, რასთანაც შეხებაში შედის ეს მავნებელი ძალა”- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930