2-07-2018
საპარლამენტო უმრავლეოსობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების დაწყევდან საქმეს ცალკე გამოეყო მესამე პირის დაჭრის შემთხვევა.
მისივე თქმით, ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
„ვინაიდან ამ კომისიის მთავარი ამოცანა და მისია არის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მე ვალდებული ვარ გამოვეხმაურო, პირველ რიგში, იმ დასკვნას, რომელიც ოთარმა გააკეთა, როდესაც თავისი გამოსვლის შესავალი თქვა. თქვენ დაეყრდენით თქვენს მსჯელობაში რას? თქვენ თქვით,რომ თავიდანვე გამოძიებამ იცოდაო გ.მ.-ს დაჭრის შესახებო და ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთაო და დღესო აუცილებელია რეკომენდაციით მივმართოთო, იმიტომ რომ ცალკე გამოიყოს გამოძიებით ეს საქმეო. პირდაპირ გეტყვით, ფაქტობრივად რა არის საქმეში - ფაქტობრივად ჩანს,რომ სასამართლოში ამ მკვლელობის საქმის წარმართვამდე 2017 წლის 27 დეკემბერს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში მათ შორის გ.მ.-ს დაჭრა არის პირდაპირ დაფიქსირებული და გამოძიების ერთ-ერთი საგანი და შესაბამისად იმის თქმა, რომ გამოძიება ამით არ დაინტერესდა თავიდანვე -არ არის სწორი. მეორე- გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროს და შემდეგ, შესაბამისად, მანამდე ამ საქმეზე მეტი რაც იყო გაკეთებული და როგორც დაინტერესდა გამოძიება ,ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. შემდგომში უკვე ამ ცალკე გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში ეს საკითხი გახდა გამოძიების დაინტერესების საგანი და დღესაც გამოძიების ფარგლებში გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზეც მიმდინარეობს გამოძიება. ეხლა რაც შეეხება პრაქტიკას- თქვენ იშველიებდით სასამართლოსთან საქმის წარმოების შესაძლებლობას ხო? პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ერთი საქმის ფარგლებში ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას იმასთან დაკავშირებით ერთი საქმის ფარგლებში სხვადასხვა ფაქტზე მითუმეტეს ერთმანეთთან დაკავშირებულ ფაქტებზე მიმდინარეობდეს გამოძიება. შესაბამისად ეს რეკომენდაცია არის ღია კარის მტვრევა პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ თუ ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს და მივადევნოთ თვალი ამას, შსს ამაზე აწარმოებს გამოძიებას, მითუმეტეს იმ მოცემულობით , რომ ექსპერტიზის დასკვნა იყო სასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ წარმოდგენილი. თქვენ რაღაცნაირად მოცემულობად შემოგვიტანეთ აქ, რომ თითქოს გამოძიება არ დაინტერესდაო და იქნებ დავაინტერესოთო და ესე არ ყოფილა ეს”- განაცხადა თალაკვაძემ.
18-12-2024