5-07-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, წიაღის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 22 ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველაზე მეტი, 157 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 66 ფაქტი, კახეთში - 62, აჭარაში - 32, მცხეთა-მთიანეთში - 24, ქვემო ქართლში - 21, გურიაში - 19, შიდა ქართლში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც - 7.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისშიწიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი აღკვეთეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
16-11-2024
16-11-2024