გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

5-07-2022

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრულად საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული.


„დამსვენებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გადავწყვიტეთ ახალი პროექტი წამოგვეწყო. იდეის სისრულეში მოყვანაში კი, საქართველოს ბანკი გვეხმარება. მათთან პარტნიორობით დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც ბაკურიანში დამატებით კოტეჯის მშენებლობას გულისხმობს. ძალიან მალე, სასტუმრო პირველ დამსვენებელს უმასპინძლებს“, - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ნანული მაღრაძე.


„საქართველოს ბანკი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადასაქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930