5-07-2022
,,შარლ მიშელის შეთანხმება არის ანულირებული ოპოზიციის მიზეზით, ვინაიდან 100 დღის განმავლობაში ოპოზიციის ძირითადმა ჯგუფმა არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და ამ შეთანხმებამ აზრი დაკარგა’’ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ლელოს“ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტია ,,ლელოს’’ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე საუბარი პოლიტიკური უტიფრობაა, რადგან, მათ რომ პირობების შესრულება ნდომოდათ, მათ ლიდერი არ დატოვებდა მანდატს.
,,რაც შეეხება, „ლელოს“ მხრიდან, ამ შეთანხმების, ისევე პოლიტიკური დღის წესრიგში შემოტანის მცდელობას, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია. მათ რომ ამ შეთანხმების აღსრულება ნდომებოდათ, მათი ლიდერი მანდატს არ დატოვებდა და არც რადიკალიზაციისკენ წაიყვანდა ამ პროცესებს. ვინაიდან ეს ასე მოხდა, დღეს მათი მხრიდან ამაზე საუბარი არარელევანტურია და შეიძლება ითქვას, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
16-11-2024
16-11-2024