გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: წყალტუბოს 22 სანატორიუმის რეაბილიტაციით მივიღებთ 6 000 საწოლ ფონდს და შევძლებთ 350 000-ზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლოთ

5-07-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეისთვის  წყალტუბოში 10-ზე ნაკლები სასტუმრო ფუნქციონირებს, მათგან  არცერთი არ არის მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო და იმისთვის, რომ კურორტმა მიიღოს უფრო მაღალი მსყიდველუნარიანი ტურისტი და მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან, საჭიროა მაღალი ხარისხის ბრენდული სასტუმროების განვითარება.


„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი საინვესტიციო პაკეტის შეთავაზების შემდეგ, მივიღებთ ისეთ ინვესტიციებს, როგორსაც ველით და როგორსაც იმსახურებს წყალტუბო. ყველა შეფასებით, ათჯერ გაიზრდება უძრავი ქონების ფასი და წყალტუბო გახდება მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი, სადაც განვითარდება არამხოლოდ  სასტუმრო ობიექტები, არამედ ყველა ის დამხმარე ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, საბოლოოდ წყალტუბოში მივიღებთ 6,000 საწოლ ფონდზე მეტს და ეს იქნება იმაზე მეტი, რაც ყველაზე პიკურ პერიოდში იყო ხელმისაწვდომი საწოლი ადგილები კურორტზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30