გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: წყალტუბოში როგორც მშენებლობა-რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციონირების პერიოდში მინიმუმ 3200 სამუშაო ადგილი შეიქმნება

5-07-2022

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის"  პროექტის ფარგლებში ველოდებით, რომ კერძო სექტორი იქნება ძალიან აქტიური და მოახდენს დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტიციას. ეს იქნება მინიმუმი საინვესტიციო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ საპრივატიზაციო პაკეტის შეთავაზების შედეგად გვექნება კერძო ინვესტორების მიმართ" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
 
მისი ინფორმაციით, რამდენიმე წლის პერსპექტივაში, წყალტუბოში როგორც მშენებლობა - რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციონირების პერიოდში მინიმუმ 3200 სტაბილური სამუშაო ადგილი შეიქმნება.
 
„წყალტუბოს რეაბილიტაციას ძალიან დიდი, გადამდები ეფექტი ექნება რეგიონის ეკონომიკისთვის, მათ შორის, სოფლის მეურნეობისთვის და ეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930