გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს, საკადრო პოლიტიკის ნაწილში მინიმუმ და არავის არ უთქვამს, რომ ბარაკ ობამა არის არაფორმალური მმართველი ამერიკის

6-07-2022

,,ბაიდენის ადმინისტრაციის 90 პროცენტი არის ობამას ადმინისტრაციის გაგრძელება და ობამა არის ამიტომ ამერიკის არაფორმალური მმართველი? უფრო მეტიც, პირდაპირ ღია წყაროებში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ობამა პირდაპირ არის ჩარეული, რჩევების მიცემის კუთხით, ბაიდენის საკადრო პოლიტიკაში. ეს არის ჩვეულებრივი ნორმა. ობამა არ არის პოლიტიკოსი, არანაირი სტატუსი ობამას არა აქვს,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.

 

როგორც კობახიძემ განმარტა, ბარაკ ობამა აძლევს რჩევებს ბაიდენს და ეს არის ღია წყაროებში დადასტურებული, ამის მიუხედავად არავის უთქვამს, რომ ობამა არის ამერიკის არაფორმალური მმართველი.

 

,,ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს საკადრო პოლიტიკის ნაწილში, მინიმუმ, რაც საჯაროდ არის ცნობილი და არავის არ უთქვამს, რომ ბარაკ ობამა არის არაფორმალური მმართველი ამერიკის,’’ - განაცხადა კობახიძემ. შეკითხვაზე იღებს თუ არა მმართველი გუნდი ივანიშვილისგან რჩევებს, კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არ იღებენ რჩევებს, მაგრამ რომც აძლევდეს ივანიშვილი რჩევას მმართველს გუნდ ამაში დანაშაული არაფერია. ,,ერთადერთი, რაც შეიძლება თეორიულად ვიღაცამ თქვას, ხომ არ აძლევს ვიღაცას რჩევებს ივანიშვილი. რჩევებსაც რომ გვაძლევდეს, არ გვაძლევს, ესეც იქნებოდა ჩვეულებრივი ნორმა,’’ - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930