გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი ხოშტარიამ „იმედის“ ჟურნალისტს აგინა

6-07-2022

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამამ გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს აგინა. ხოშტარიას გაღიზიანება „იმედის“ სატელეფონო ზარმა გამოიწვია.
როდის გაასაჯაროებს ელენე ხოშტარიას ოჯახი დოკუმენტაციას რუსული ფინანსების მიღებასთან დაკავშირებით - ეს იყო შეკითხვა, რომლის დასმაც „ქრონიკამ“ გოგი ხოშტარიასთვის სცადა, თუმცა სატელეფონო საუბრისას, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ჟურნალისტი ტელეკომპანია „იმედს“ წარმოადგენდა, მას აგინა და ტელეფონი გაუთიშა.


მოკლეტექსტური შეტყობინებით ელენე ხოშტარიამ „ქრონიკას“ უპასუხა, რომ მისმა ოჯახმა ინფორმაცია ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრს“ მიაწოდა, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკური სტატია უნდა მოამზადოს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკითხს სწავლობ, თუმცა შესაძლოა სტატია ვერ მომზადდეს. მათი თქმით, არ ჰყავთ სპეციალისტი, რომელიც საავტორო უფლებების მიმართულებით მუშაობს.


„დოკუმენტაცია მომაწოდეს. ვმუშაობთ სტატიაზე. ჯერ ისიც არ ვიცი რამდენად საკმარისია ეს დოკუმენტაცია, რომ სტატია მომზადდეს და პირველადი ვერსია ამ სტატიის ალბათ დღეს საღამოს მექნება. გავივლით რედაქტირების პროცესს. ჩვენ ანალიტიკურ სტატიებს ვწერთ, როგორი სტატიებიც ჩვენ საიტზეა იმ ფორმის სტატია იქნება. არცერთი არ ვართ საავტორო უფლებების სპეციალისტი და მითუმეტეს მემკვიდრეობითი უფლებების სპეციალისტი, რაღაც დრო გვჭირდება, რომ გავერკვეთ. გასაჯაროვდება ის, რაც ეხება რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებს, ანუ რაც არის საჯარო ინტერესის თემა. რაც დადგენადი არის ჟურნალისტური კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ ვიზამთ“, - განაცხადა ფაქტ-მეტრის მთავარმა რედაქტორმა მალხაზ რეხვიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930