7-07-2022
,,ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული წერილიდან უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Credit suisse-ის ქმედებები სრულად პოლიტიზირებულია. ისიც დღესავით ნათელია, რომ ბანკი მხოლოდ თავის ინიციატივით არ მოქმედებს და ამ პროცესის კოორდინაციაში გაცილებით ძლიერი ძალები არიან ჩართულები,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
როგორც გვიდიანი წერს, არ მოგვისმენია, არცერთი ლოგიკური ან ფაქტებით გამყარებული მსჯელობა, რატომაც ჰიპოთეტურად შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების ამოქმედება. არ მოგვისმენია არცერთი მიზეზი, რაც გასაგებს გახდის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ საფუძვლებს.
,,ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული წერილიდან უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Credit suisse-ის ქმედებები სრულად პოლიტიზირებულია. ისიც დღესავით ნათელია, რომ ბანკი მხოლოდ თავის ინიციატივით არ მოქმედებს და ამ პროცესის კოორდინაციაში გაცილებით ძლიერი ძალები არიან ჩართულები. ჩვენ არ მოგვისმენია, არცერთი ლოგიკური ან ფაქტებით გამყარებული მსჯელობა, რატომაც ჰიპოთეტურად შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების ამოქმედება. არ მოგვისმენია არცერთი მიზეზი, რაც გასაგებს გახდის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ საფუძვლებს.
შესაბამისად, ივანიშვილის მიმართ სანქციებით შანტაჟი, მიზნად ისახავს საქართველოს ომში ჩაბმას. გარდა ამ მოსაზრებისა, არ არსებობს არცერთი ლოგიკური მსჯელობა, ან/და ფაქტი, რომელიც სხვა მსჯელობის საშუალებას მოგვცემს. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში უკონკურენტო ავტორიტეტია.
შესაბამისად, მისი დასანქცირების ერთ-ერთი ამოცანა ავტორიტეტებთან ბრძოლაა. ამას ძალიან მარტივი დასაბუთება აქვს - თუ ქვეყანაში ავტორიტეტები განეიტრალებულები არიან, ერთი ასად მარტივი ხდება ამ ქვეყნის მართვა. სწორედ ეს არის ამ პროცესების დირიჟორის მიზანიც და ამოცანაც. მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი იაფფასიანი და ბოლშევიკური მეთოდებით ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, არანაირი აზრი არ აქვს. რაც უფრო გაიზრდება წნეხი ბიძინა ივანიშვილზე, ზამბარის ეფექტით უკუპროპორციულად მიიღებს ყველა საკადრის პასუხს ქართველი ხალხისგან.
რაც მეტად გაძლიერდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლოდ დაჩაგვრის მცდელობები, მით უფრო მეტად მობილიზდება ქართული საზოგადოება ამ კაცის დასაცავად,’’ - წერს ანდრია გვიდიანი.
16-11-2024
16-11-2024