გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოსთან მიმართებაში ახალი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ

2-07-2018

„თბილისში არა მარტო პარლამენტის წინ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, ბევრ ქვეყანაში ეს ესე არ არის, ამ ლურჯ დროშას ყვითელი ვარსკვლავებით თბილისში ყველგან შეხვდებით და ეს ჩვენ გვახარებს. ეს არის გარეგნული გამოხატულება იმისა, რასაც ქართველები შინაგანად გრძნობენ. ამიტომაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა დავუახლოვოთ ამას, უკეთესი პოლიტიკა ვაწარმოოთ ისეთი ქვეყნების მიმართ როგორიც საქართველოა, ჩვენ გვჭირდება ევროპულიაღმოსავლეთის პოლიტიკა“-ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

მისი განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს და ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპი გახლდათ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება. „თქვენ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების ტემპი აიღეთ და ამ თვალსაზრისით ბრძანდებით რეგიონში წამყვანი ქვეყანა, ამაში ჩვენ მომავალშიც გვინდა მხარი დაგიჭიროთ“-განაცხადა გერმანიის საგaრეო უწყების ხელმძღვანელმა.

საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და ნატოს მოახლოებულ სამიტზე. მისი თქმით, საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია და ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობით, ასევე ნატოს სამიტში საქართველოს მონაწილეობით.

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია. ავღანეთში საქართველო 900 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. მინდა გავიხსენო მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის ფატი, მაშინ ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩენა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ნატოს სამიტსაც მინდა შევეხო, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება, საქართველო წარმოდგენილი იქნება ამ სამიტზე და ესეც გახლავთ სწორედ ნიშანი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა ნატოს დონეზე. უსაფრთხოების საკითხებშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით, ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალიც არაფერი არ შეიცვლება“-განაცხადა მინისტრმა.

ჰაიკო მაასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სახით.

„ჩვენ ძალიანგვიხრია, რომ 70 შესანიშნავი ქართველი მწერალი იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, მათი ნაშრომები და ეს წიგნები გვიჩვენებენ, რომ ქართველები ევროპულად აზროვნებენ და ევროპულად გრძნობენ. მართლაც ისინი გვიდასტურებენ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის ევროპასთან“-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანისა და ჰაიკო მაასის შეხვედრა ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031