გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

12-07-2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის„ ფარგლებში, კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - თვალადსა და ეზატში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

2022 წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში კასპის მუნიციპალტეტში სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, სოფლებში - თვალადსა და ეზატში სარწყავი არხები მოეწყობა. პროექტის ფარგლებში გასუფთავდა ტერიტორია და შესაბამისი საფუძვლის მოწყობის შემდეგ, არხში ანაკრები რკინა - ბეტონის კიუვეტების მოწყობა დაიწყო.


სარწყავი არხის მოწყობაზე 33 044 ლარი დაიხარჯება, რომელიც ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის #277 დადგენილებით - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“-ს ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტს 950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის 72 სოფელზეა განაწილებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. პროექტები კი მოსახლეობის მიერ საერთო კრებებსა და კონსულტაციების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტების გათვალისწინებით არის შერჩეული.


აღნიშნული პროგრამით კასპის მუნიციპალიტეტში 90 პროექტი განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930