გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ელჩი დუმს, ჩნდება კითხვები, ეს დუმილი ხომ არ არის ნიშანი, რომ ის ეთანხმება ადამიანებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აყენებენ

13-07-2022

„5 დღე გავიდა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ღია წერილით მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემა სთხოვა. ეს ის პასუხებია, რომელიც აინტერესებს არა მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილს, მაინტერესებს მეც, აინტერესებს საქართველოს პარლამენტის ძალიან ბევრ წევრს და დარწმუნებული იყავით, აინტერესებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, „სამწუხაროდ, პასუხი დღემდე მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით გაბრაზებულ ტონს, როცა კელი დეგნანმა თქვა, რომ მას არც წაუკითხავს ეს წერილი, არც აინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ არ წაუკითხავს, თითქოს ეს წერილი აღსავსეა ტყუილებით და პროვოკაციებით, რაც ნამდვილად ასე არ არის.

 

„ამიტომ, მინდა ამ კითხვებს გაეცეს პასუხი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ კითხვებს, რომლებზე პასუხი აინტერესებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. როდესაც ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში, როდესაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ აშშ-ის საელჩოს მკაფიო მხარდაჭერით, მაგალითს მოვიყვან, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ეკა გიგაურმა თქვა, რომ გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რუსეთი აგებს ომს უკრაინაში და საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობების ფანჯარა, რაც ნიშნავს პირდაპირ მოწოდებას ომში ჩართვისკენ, ან როდესაც საქართველოს სახალხო დამცველმა თქვა, რომ პრემიერის განცხადება, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, არის სამარცხვინო და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ცხელი ბომბები ცვიოდეს საქართველოს თავზე და სახალხო დამცველიც აშშ-ის ელჩის ღია მხარდაჭერით სარგებლობს, შეიძლება ქართველ ხალხს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანების პოზიცია, ამ პოზიციას მხარს უჭერს ქალბატონი კელი დეგნანიც.

 

ამ დროს ცხადია, ჩვენ გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს კელი დეგნანი ამ მოთხოვნებს და თუ არ უჭერს, მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია, გაემიჯნოს და ეს იქნება ძალიან სერიოზული სიმშვიდის შემომტანი ქართულ საზოგადოებაში, ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ არაფერი ემუქრება საქართველოში სიმშვიდეს და საქართველოს არავინ მოუწოდებს ომში ჩართვისკენ.

 

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ საქართველოს, რომ საქართველოს სპეციალური თვითმფრინავით უნდა გაეშვა მოხალისეები უკრაინის ომში ჩასართავად და პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტი, ბრიტანეთის ჯერ კიდევ პრემიერი ჯონსონი მოუწოდებენ თავის მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ და არ წავიდნენ ომში უკრაინაში, ძალიან გვაინტერესებს კელი დეგნანის აზრი, მხარს უჭერს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციას, რომლებიც თხოვდნენ საქართველოს მთავრობას, რომ გაეშვა თვითმფრინავი, თუ ემიჯნება ამ მოწოდებებს და უნდა, რომ საქართველომაც გაატაროს ზუსტად ის პოზიცია, რისკენაც თავის მოქალაქეებს მოუწოდებენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თუ ბრიტანეთის პრემიერი. კარგი იქნება, თუ აქაც გვეცოდინება, რომ ის მხარს არ უჭერს იმ ორგანიზაციების მოთხოვნებს, რომლებიც მისი მფარველობით სარგებლობენ. როდესაც ოპოზიცია ითხოვს, რომ მოხდეს დასანქცირება ქართული სახელმწიფოსი, თითქოს საქართველო მხარს უჭერს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ამას ამბობენ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მკაფიო პოზიცია, რომ მას არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. კარგი იქნება, თუ ქალბატონი კელი დეგნანისგანაც მოვისმენთ ასეთ მკაფიო პოზიციას, რომ მან არ იცის ამის შესახებ და საქართველო არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად, ან თუ საპირისპირო აზრი აქვს, ის საპირისპირო აზრიც თქვას, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ამის ცოდნა.

 

როცა ვლაპარაკობთ დეპოლარიზაციაზე, სწორედ ეს არის ერთერთი პუნქტი პოლარიზაციის, რომ არის თუ არა გამოყენებული საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად და როგორც ბრიტანეთის ელჩმა თქვა ძალიან მკაფიო პოზიცია, ასეთივე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ქალბატონმა კელი დეგნანმა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის კითხვები, რომლებიც დაისვა და ძალიან ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხი იქნება სიმშვიდის შემომტანი ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ შეჩვეული ვართ, ოდესაც ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ კომენტარს ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, რაც კი საქართველოშია.

 

ეს კარგია თუ ცუდი, განზე გადავდოთ, შეჩვეულები ვართ, მაგრამ როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ელჩი დუმილს არჩევს, გვიჩნდება კითხვები, ეს დუმილი ხომ არ არის ნიშანი იმისა, რომ ის ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აყენებენ. და ბოლოს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ორიოდე დღის წინ ქალბატონმა დეგნანმა თქვა, რომ 22 არასამთავრობო ორგანიზაცია მზად არის თავისი მოთხოვნები დააყენოს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად. ამ 22 ორგანიზაციას შორის ძალიან ბევრია ისეთი ორგანიზაცია, რომლებიც დეგნანის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე იდგნენ მიტინგზე და ითხოვდნენ საქართველოს მთავრობის გადადგომას, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, ტექნიკური მთავრობის შექმნას და პრაქტიკულად ხელისუფლების გადაბარებას ოპოზიციისთვის. ძალიან გვაინტერესებს ქალბატონი კელი დეგნანი, როდესაც ამბობს, რომ ამ 22 ორგანიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები აქვს, იმ მთავარ გზავნილს იზიარებს თუ არა, ანუ, მიაჩნია თუ არა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა, პრემიერი ღარიბაშვილი და უნდა შეიქმნას საქართველოში ტექნიკური მთავრობა. ეს არის კითხვები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში თვითმფრინავის დაჯდომა საქართველოს მთავრობის ნებართვით, რომელიც მოხალისეებს გააგზავნიდა უკრაინაში, პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართვას, იზიარებს თუ არა კელი დეგნანი ამ მოთხოვნას - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930