გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია ნაცმოძრაობა; გაფუჭებული და ჯანსაღი ხილი, სადაც მოხვდება ერთად შეუძლებელია, სიჯანსაღე შეინარჩუნოს

13-07-2022

,,გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია ნაციონალური მოძრაობა. გაფუჭებული და ჯანსაღი ხილი, სადაც მოხვდება ერთად, შეუძლებელია, სიჯანსაღე შეინარჩუნოს. ასე არიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, რომ ნაციონალური მოძრაობასთან ერთად შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ - ეს არის გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებული,’’ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

 

როგორც მან განაცხადა, მისი მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ ის გაემიჯნოს იმ პროცესს, რომელიც მისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიმდინარეობს, რაც ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადაყენებას ისახავს მიზნად.

 

,,ორმაგ სტანდარტს იწვევს და ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობას. ჩვენი საზოგადოებიდან დიდი მხარდაჭერა მაქვს ამ პროცესში, მათაც აინტერესებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პასუხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაურკვეველი დამოკიდებულება აზიანებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობას. ამიტომ გვჭირდება მკაფიო პასუხი, ისინი არიან თუ არა სახელმწიფოს გვერდით.

 

როდესაც მისგან დაფინანსებული ორგანიზაციები მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლების გადაყენებას, რომელიც კონსტიტუციურად არჩევნების გზით არის არჩეული და ამას არ უპირისპირდება და თან გვეუბნება, რომ ის მხარს უჭერს ინსტიტუციების გაძლიერებას, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. მისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან სცენაზე და პირდაპირ მოითხოვენ ხელისუფლების გადაყენებას. აი, ეს კითხვები არის და გვჭირდება პასუხები. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს არის ერთი ჯგუფი და მინდა, რომ ელჩი გაემიჯნოს ამ ჯგუფს, რადგან არ დაზიანდეს პროცესი,’’ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930