გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ნუზლი“ წარმოებას აფართოებს

15-07-2022

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ნატურალური ზეთის მწარმოებელი „ნუზლი“ საქმიანობას ავითარებს. ბანკის მიერ გაცემული 100,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, კომპანიამ საჭირო დანადგარები შეიძინა, ხოლო ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან დამატებით 50,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.


„ნუზლი“ ცივი დაწნეხით მიღებულ 100%-ით ნატურალურ კაკლისა და მზესუმზირის ქართულ ზეთს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხორციელდება.


„ნუზლი“ საქართველოში პირველი ბრენდია, რომელიც ცივი დაწნეხით დამზადებულ ზეთს აწარმოებს. მსგავსი ტექნიკა უზრუნველყოფს, რომ პროდუქციამ შეინარჩუნოს ვიტამინები და ჯანსაღი ნივთიერებების სტრუქტურა. პროექტი საქართველოს ბანკის 70%-იანი ინვესტიციით წამოვიწყეთ და დროსთან ერთად, მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი ინტერესის საფუძველზე, გადავწყვიტეთ არ გავჩერებულიყავით და გაგვეგრძელებინა განვითარება. ვგეგმავთ კიდევ მეტად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი დაპროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ”, - აცხადებს კომპანია „ნუზლის“ დირექტორი, ბესიკ ჯაფოშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930