გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

18-07-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. მინისტრმა თურქ დიპლომატს ახალი თანამდებობა მიულოცა და საპასუხისმგებლო მისიაში წარმატებები უსურვა. 


თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ნატოს მადრიდის სამიტზე პარტნიორებისთვის მიღებულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში თურქეთის როლი გამოყო. განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის კონტრიბუცია ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში.


მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა თურქეთის მხარის მრავალწლიანი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების  განვითარების საკითხებში. თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930