გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამომძიებელი: ერთადერთი პირი, ვინც გ.მ. -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, დაკავების  შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა

3-07-2018

გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას განცხადებით, არასრულწლოვანი გ.ბ ერთადერთი იყო, ვინც გამოძიებას გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას აწვდიდა, თუმცა ფიფიას თქმითვე, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოათავსეს, გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ამის შესახებ ფიფიამ ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 

„გ.ბ, მას შემდეგ, რაც მას წაეყენა ბრალდება, მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში, უარი განაცხადა ყველანაირ თანამშრომლობაზე, პირადად მე ვარ ნამყოფი სასჯელაღსრულების  38 დაწესებულებაში და მისი გამოკითხვის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, ასევე დარწმუნებული ვარ, გაცნობილი ხართ საქმეს და დევს შესაბამისი ოქმები, იგი უარს აცხადებს როგორც გამოკითხვაზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მიღებაზე, როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პირი,რომელიც გ.მ.- ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაწვდიდა ინფორმაციას, ეს იყო გ.ბ., რომლისგანაც ვერანაირი დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

 

დაინიშნა საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, აღნიშნულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი სახის შეკითხვები, რა საგნით შეიძლება ყოფილიყო მიყენებული ეს დაზიანებები და ასევე  საქმეზე ამოღებული ორი ნივთმტკიცება - დანა, გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებას, რათა მომხდარიყო ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებასთან შედარება. ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა ივნისის თვეში, აღნიშნული დასკვნით არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ჭრილობა შეიძლება მიყენებული იყოს წარმოდგენილი ორივე დანით, ან მსგავსი კონსტრუქციისა და ნიშანთვისებების მქონე საგნით.

 

ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ ვართ გამომძიებლები და არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებით, ვსაუბრობთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებიდან მიღებული ინფორმაციით, შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს ვერ დავადასტურებთ, სანამ ამის საშუალებას არ მოგვცემს კონკრეტული მტიცებულებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის მეგობრებს დაეჭრათ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გრძელდება გამოძება, მიღებულია ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა მწარმოებელ ორგანს“- განაცხადა ფიფიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031