22-07-2022
სად არის ის ხალხი, რომ გაიძახის საქართველოში ავტოკრატია და ოლიგარქიული მმართველობააო? ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს, ყოველ წელს ჩვენი ქვეყანა პროგრესისკენ მიდის ყველა მიმართულებით, ხოლო ის "ნარატივი", სადაც აღქმების და შეხედულებების დონეზეა დაყვანილი პოლიტიკა, რჩება რადიკალებისა და მათი ლობისტების სალაყბო თემად - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე “ დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ (The International Institute for Democracy and Electoral Assistance (IDEA), მისი გლობალური პროექტის „დემოკრატიის გლობალური მდგომარეობის ინიციატივა“-ის ფარგლებში დემოკრატიის გლობალური შეფასების განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას.
როგორც ქადაგიძე წერს, კვლევის მიხედვით საქართველოს აქვს საშუალო დონის დემოკრატიის სტატუსი და პირველი წამყვანი აგრეგატის მიხედვით („წარმომადგენლობითი მთავრობა“) მაღალი შეფასება დაიმსახურა. ცნობისათვის შარშანდელი პოზიცია საშუალო შეფასების იყო...
„მოკლედ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, რომელიც საქართველომ დემოკრატიული მმართველობისა და გამჭირვალობის მხრივ გადადგა... პოლიტიკა აღქმებით და შეხედულებებით კეთდებაო... სად არის ის ხალხი, რომ გაიძახის საქართველოში ავტოკრატია და ოლიგარქიული მმართველობააო? ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს, ყოველ წელს ჩვენი ქვეყანა პროგრესისკენ მიდის ყველა მიმართულებით, ხოლო ის "ნარატივი",სადაც აღქმების და შეხედულებების დონეზეა დაყვანილი პოლიტიკა, რჩება რადიკალებისა და მათი ლობისტების სალაყბო თემად. ახლა ფაქტები: “ დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტმა“ (The International Institute for Democracy and Electoral Assistance (IDEA) , მისი გლობალური პროექტის „დემოკრატიის გლობალური მდგომარეობის ინიციატივა“-ს ფარგლებში დემოკრატიის გლობალური შეფასების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა... ორგანიზაცია აფასებს მსოფლიოს 173 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე დემოკრატიის დონეს... ქვეყნები იყოფა 5 კატეგორიად:
1•მაღალი დონის დემოკრატია,
2• საშუალო დონის დემოკრატია,
3• დაბალი დემოკრატია,
4• ჰიბრიდული რეჟიმი,
5• ავტოკრატია.
დემოკრატიის მდგომარეობა შეფასებულია ხუთი წამყვანი აგრეგატის , ე.წ. ატრიბუტების მიხედვით:
1• წარმომადგენლობითი მთავრობა,
2• ფუნდამენტური უფლებები,
3• მმართველობის გადამოწმება,
4• მიუკერძოებელი ადმინისტრაცია,
5• მონაწილეობით ჩართულობა.
თითოეული აგრეგატი კი ფასდება განვითარების სამი დონის მიხედვით
კვლევის მიხედვით საქართველოს აქვს საშუალო დონის დემოკრატიის სტატუსი და პირველი წამყვანი აგრეგატის მიხედვით(„წარმომადგენლობითი მთავრობა“) მაღალი შეფასება დაიმსახურა. ცნობისათვის შარშანდელი პოზიცია საშუალო შეფასების იყო... პირველი წამყვანი აგრეგატი „წარმომადგენლობითი მთავრობა“ 4 კრიტერიუმს უყრის თავს:
ამ 4 კრიტერიუმიდან პირველმა საშუალო დონის, ხოლო ბოლო სამმა მაღალი შეფასება დაიმსახურა... გარდა ამისა მაღალი შეფასება დაიმსახურა მეორე აგრეგატ „ფუნდამენტური უფლებების“ ისეთმა კრიტერიუმმაც, როგორიცაა ‘სამოქალაქო თავისუფლებები“... აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კრიტერიუმის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 35 ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი 19-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ ქვეყნასა ბალტიიპირეთის ყველა ქვეყნის ჩათვლით... „დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინტიტუტის“ შეფასებები ეფუძნება მონაცემთა შეგროვების მრავალ წყაროს, რომელთაგანაც ძირითადია საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერტული პლატფორმის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ კვლევები. ამ უკანასკნელის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში დემოკრატიზაციის გზაზე მდგრადი და მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს... პლატფორმის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ შეფასებით საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024