გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მისი დამოკიდებულება, არა თუ ემიჯნება, არამედ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ხელშემწყობიც არის ომის რიტორიკის - მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე

25-07-2022

მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გააკეთა. პარლამენტის წევრი და წერილის ერთ-ერთი ავტორი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ მორიგი წერილით მიემართათ აშშ-ის ელჩისთვის.


"ჩვენი დღევანდელი წერილი, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრია, მკაცრი ტონია განსაზღვრული, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები ქალბატონი კელი დეგნანისგან. მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ როცა არ გაგვცა პასუხები, რაზეც იყო საუბარი, პრინციპში, შეგვიძლია საუბარი უკვე იმაზე, რომ აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება პირდაპირ არა თუ ემიჯნება, არამედ, შეიძლება, ჩავთვალოთ რომ ხელშემწყობიც არის ომის რიტორიკის და იმ ადამიანების მფარველიც არის, ვინც ამ ომის რიტორიკას ამჟღავნებდა," -ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.


შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები წერენ, რომ შტატების ელჩისგან ორი კვირის წინ დასმულ კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ რაც მათ აძლევს მყარი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას- კერძოდ იმის თქმის საფუძველს რომ ელჩი არათუ არ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერს მას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930