26-07-2022
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სემინარის დასკვნითი დღე ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ მსჯელობას დაეთმო. დისკუსიების შემდეგ კურსის მსმენელებმა სიმულაციური კრიზისის სცენარის მიხედვით მომზადებული სამუშაო პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის განმავლობაში სამთავრობო, არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შესახებ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების მოხსენებები მოისმინეს.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივით ჩატარდა. სემინარი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში“ -ნათქვამია ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024