გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1-ლი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება

26-07-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  1-ლი  აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი აღარ მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება დისტანციური სერვისების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა და  შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის  სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. 

 

"აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებაში, განხორციელებულიცვლილებისhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/5247724?publication=0თანახმად,ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის. სწორედ ელექტრონულიმომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი86% არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ციფრული მომსახურებისინოვაციურიინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

 

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

 

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევისა  (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ისანი-სამგორის (გულუას ქუჩა № 4) სერვისცენტრებს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930