გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-მა „მაგთიკომის„ მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის“ ლიცენზია გაუუქმა

28-07-2022

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს" საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე „მაგთიფიქსის" ლიცენზია გაუუქმა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით  „მაგთიფიქსს" არცერთი აქტიური აბონენტი აღარ ჰყავს. „მაგთიკომს", 2021 წლის მარტის მდგომარეობით, CDMA ტექნოლოგიაზე 8969 აქტიური აბონენტი უფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 8534 აბონენტს კვლავ ჰქონდა "მაგთიკომთან"ხელშეკრულება, მაგრამ აღარ იყენებდა „მაგთიფიქსის" მომსახურეობას, ხოლო ის 432 აბონენტი, რომელიც ისევ სარგებლობდა "მაგთიფიქსით", ალტერნატიულ მობილურ მომსახურებაზე  გადაიყვანეს. 
 
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნით კომპანია „მაგთიკომმა" კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის აპრილშიც მიმართა. კომისიამ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს" „მაგთიფიქსის" ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რადგან 10 ათასამდე აბონენტი კვლავ იყო, რომელიც აღნიშნულ სერვისს იყენებდა. კომისიის მაშინდელი გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი" აღნიშნული მომსახურეობის შეწყვეტას ორ შემთხვევაში შეძლებდა: პირველი, თუ „მაგთიფიქსის" ყველა აბონენტი ალტერნატიული მობილური საშუალებით იქნებოდა უზრუნველყოფილი, ან მეორე, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით. 
 
აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 მარტს, კომისიამ კომპანია „მაგთიკომს" ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და „მაგთიფიქსის" აქტიურ აბონენტებს ალტერნატიული საშუალება შესთავაზა, კომისიამ „მაგთიკომის" მოთხოვა დააკმაყოფილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930