გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე დეგნანის დღევანდელ განცხადებაზე: ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა

28-07-2022

„ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან შეხვედრაზე განხილულიყო - თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა“- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის „ინტერპრესნიუსთან“ მიცემული ინტერვიუს შესახებ.


მისივე თქმით როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა.


„ინტერვიუს ჟურნალისტურ სტანდარტს დეტალურად არ შევეხები, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. ერთს კი ვიტყვი, როდესაც კითხვაში არის ჩადებული შეფასებითი და სუბიექტივისტური მსჯელობა, მაგ. " ...ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის არაკონსტრუქციული განცხადებების უკან...", იქ ჟურნალისტიკა დამთავრებულია. ინტერვიუდან კი ბევრი ვერაფერი საინტერესო ვერ გავიგეთ, ზოგადი ფრაზების გარდა. უფრო მეტიც, ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.


ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან(!) შეხვედრაზე განხილულიყო - თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა. როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა. ივანიშვილისთვის კი პირადი მოსაზრებების და პოზიციის გამოთქმის უფლება არავის წაურთმევია!“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930