28-07-2022
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სომხეთის სურსათის უვნებლობის სამსახურის, ეკონომიკის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტისა და რესპუბლიკური ვეტერინარულ-სანიტარული და ფიტოსანიტარული ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სომხეთის დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია ნიმუშების მიღების, კვლევების განხორციელებისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ.
ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა, სომხეთის დელეგაციის წევრებს, ლაბორატორიის საქმიანობა, სტრუქტურა, კვლევის მიმართულებები და ლაბორატორიის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.
ლაბორატორიაში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024