გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ტვ ფორმულაზე: თქვენი მიზანია უდანაშაულო და მიუღებელი ადამიანები გამოიყვანოთ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბათ; დღეს ასე მოქმედებთ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ოჯახის წევრების წინააღმდეგ

28-07-2022

ამ მავნებლობას დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილები ახორციელებენ, ომბუდსმენის ღია წაქეზებით. ჩვენს თვალწინ ხორციელდება მათი სპეცოპერაციების განვითარება - რათა სრულიად უდანაშაულო და მათთვის მიუღებელი ადანიანები გამოიყვანონ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბან. ასე მოქმედებენ პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვანი შვილების, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ოჯახის წევრების წინააღმდეგ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის დედის, ქალბატონი თამარ ზაალიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუს.

 

მისი თქმით, ამ მავნებლობას დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილები ახორციელებენ, ომბუდსმენის ღია წაქეზებით.

 

„პრინციპში, აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. ქვეყანაში შეიქმნა მედია-ზონდერ-ჯგუფები. ქვეყანაში დამკვიდრდა მოწინააღმდეგის საინფორმაციო "შეკვეთის" პრაქტიკა. თავად უსამშობლოები, უჯიშოები, უნამუსოები და უსირცხვილოები - თეორიის დონეზე, ზედმიწევნით ფლობენ ქართველი ადამიანის მენტალობის, ღირსების, თავმოყვარეობის "მტკივნეულ" წერტილებს და ზუსტად იქ ახორციელებენ თავის დარტყმებს. ამ მავნებლობას დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილები ახორციელებენ, ომბუდსმენის ღია წაქეზებით. ჩვენს თვალწინ ხორციელდება მათი სპეცოპერაციების განვითარება - რათა სრულიად უდანაშაულო და მათთვის მიუღებელი ადანიანები გამოიყვანონ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბან. ასე მოქმედებენ პრემიერ-მინისტრის მცირეწლოვანი შვილების, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ოჯახის წევრების წინააღმდეგ. დღეს დადგა ირაკლი კობახიძის მამის და მისი ერთი წლის შვილიშვილის ჯერი. მიუხედავად ოჯახის უარისა - ე.წ. ტელეარხი "ფორმულას" ე.წ. ჟურნალისტები, რეალობაში კი "მედია-ქილერები", დილიდან სახლში და ეზოში უვარდებოდნენ ოჯახს, პროვოკაციების მოწყობის მიზნით!!! Nino Lomjaria - თქვენ ხართ ამ დანაშაულების თანამონაწილე, დამკვეთი თუ არა!!!“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930